ლამზირა სადაღაშვილი-სსიპ ქ.ხაშურის #7 საჯარაო სკოლის
ინგლისური ენის მასწავლებელი
სასწავლო პროცესის საინტერესოდ წარმართვისათვის ეფექტური და მნიშვნელოვანია პროექტებით
სწავლება. ეს პრობლემის გადაჭრისა და ინიციატივის განხორციელების ერთ–ერთ წინაპირობად
მიმაჩნია. პროექტი მასში მონაწილეებს საშუალებას აძლევს თავი მოუყარონ წინარე ცოდნას, შეიძინონ ახალი, გამოავლინონ საუკეთესო
უნარ – ჩვევები, დანერგონ და პრაქტიკაში გამოიყენონ ისინი
პროექტი ეძღვნებოდა ჩვენი მშობლიური ქალაქის ისტორიას,
მის წარსულს და აწმყოს.მოსწავლეებმა გაანალიზეს,დაამუშავეს და ინგლისურად თარგმნეს
მოძიებული მასალა ,გადაიღეს ვიდეო რგოლები ინგლისურად ,გაუკეთეს რედაქტირება და შექმნეს
ფილმი. მოსწავლეებმა დაამზადეს მოსაწვევი ბარათები და გააკეთეს ფილმის პრეზენტაცია
სკოლაში.ფილმი აიტვირთა www.youtube.com-ზე https://youtu.be/aLTqgZksNLM და შეიქმნა პროექტის ბლოგი http://mykhashuri.blogspot.com/
მოსწავლეებმა ჩემი დახმარებით შეიმუშავეს პროექტის გეგმა,რომელიც
მოიცავდა შემდეგ ეტაპებს:
· სასტარტო პრეზანტაცია
· პროექტის განხორციელება
· პრეზენტაცია სკოლაში
· მშვიდობის კორპუსის მიერ ორგანიზებულ კონკურსში მონაწილეობა
· პროექტის შეჯამება, შეფასება
აღნიშნულმა საგანმანათლებლო პროექტმა გამოავლინა
მოსწავლეთა დაინტერესება და წარმოაჩინა მათი უნარები (აზროვნება, მსჯელობა, თანამშრომლობა,
შემოქმედებითობა) გაიღრმავეს ცოდნა ინგლისურ ენაში, გეოგრაფიაში, ისტორიაში. ისტ –
ის გამოყენებით შექმნეს საპრეზენტაციო სლაიდები, ვიდეორგოლები, გადაიღეს
ფოტოები.
შესაბამისი პუბლიცისტური და სამეცნიერო ლიტერატურის გამოყენებით
მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე დაწერეს ტექსტები ინგლისურ ენაზე. ივარჯიშეს ინგლისური
ენის გამოთქმებზე .
პროექტზე მუშაობისას დასახული პრობლემის გადაჭრის გზების ძიების
პროცესში მოსწავლეებმა გააანალიზეს, რომ მიზნის მისაღწევად საჭირო იყო მეტი ცოდნა,
აგრეთვე სხვადასხვა საგანში მიღებული ცოდნის ურთიერთკავშირი. პროექტმა მათში გააღრმავა
კვლევითი უნარ – ჩვევები. ისტ – ის გამოყენებამ მათ ხელი შეუწყო, რომ შეექმნათ ელექტრონული
რესურსები და ეფექტურად მიეწოდებინათ დაინტერესებული საზოგადოებისათვის თავიანთი ნამუშევარი.
ფილმმა მათ აჩვენა ხარვეზები ინგლისურ გამოთქმაში ,მოსწავლეები მიხვდნენ ,რომ მოუწევთ
კიდევ ბევრი მუშაობა ,რათა გაიუნჯობესონ ინგლისური ენის მეტყველება. პროექტის ფარგლებში გამოყენებული ჯგუფური
მუშაობა დაეხმარა მათ გადაწყვეტილებების შეთანხმებულად მიღებასა და თანამშრომლობის
კულტურის გაუმჯობესებაში. მათ განუვითარდათ გუნდური მუშაობის, ინფორმაციის მოძიების,
დამუშავებისა და ანალიზის უნარები. გაუღრმავდათ სურვილი კვლავ მიიღონ მონაწილეობა მსგავს
ინოვაციურ პროექტებში.
მოსწავლეთა მიერ მოძიებული მასალები საინტერესო
და სასარგებლოა მოსწავლეებისათვის, მასწავლებლებისათვის და ყველა დაინტერესებული პირისათვის.
აღსანიშნავია,
რომ პროექტით გათვალისწინებული მოკლევადიანი და გრძელვადიანი შედეგები შეესაბამებოდა ჩვენ მიერ დასახულ მიზნებს, რაზეც ზემოთ
მოგახსენეთ.
პროექტი შეფასდა მასწავლებელთა და მოსწავლეთა
მიერ შთაბეჭდილებების სახით.
საგანმანათლებლო
პროექტის დასრულების შემდეგ, ინფორმაციის გაზიარების მიზნით, პროექტი აიტვირთა https://www.youtube.com/watch?v=aLTqgZksNLM]
და შეიქმნა პროექტის ბლოგი http://mykhashuri.blogspot.com/
რესურსის გამოყენების ინსტრუქცია
სამიზნე ჯგუფი-13-18 წელი(მე-7-12 კლასები)
რესურსის გამოყენება შესაძლებელია ინგლისურის გაკვეთილზე,
ინტეგრირებულ გაკვეთილზე ისტორიასა და გეოგრაფიაში.
შესაბამისად, მოსწავლეებს მიეცემათ სხვადასხვა ინსრტუქცია.
მაგ. რესურსის გამოყენების ინსტრუქცია მე -8 კლასსითვის.
ყურადღებით გაიცანით
ფილმის და უპასუხეთ შემდეგ კითხვებზე:
1.
ფილმში გამოყენებული ინფორმაციიდან რა იყო თქვენთვის
ნაცნობი?
2.
ფილმის რომელი ნაწილი იყო თქვენთვის ყველაზე საინტერესო
და რატომ?
3.
რა ინფორმაცია იყო თქვენთვის ახალი?
4.
თქვენ რომ ფილმი შეგექმნათ რას დაამატებდით. როგორ გააუნჯობესებდით?
მისაღწევი
შედეგები
უცხ.ს.III.3. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს
საინფორმაციო აუდიოჩანაწერები.
უცხ.ს.III.4. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას
მოსასმენი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად.
უცხ.ს.III.16. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა.
უცხ.ს.III.18. მოსწავლეს შეუძლია დამხმარე საშუალებებზე დაყრდნობით საუბარი.
უცხ.ს.III.19. მოსწავლე ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.
უცხ.ს.III.20. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად.
უცხ.ს.III.24. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის დახმარებით განსაზღვროს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები.
უცხ.ს.III.26. მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო
საქმიანობის ხელშესაწყობად.
No comments:
Post a Comment