საგნობრივი სტანდარტები,რომელსაც ეყრდნობა პროექტი:
უცხ.ს.VII.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს სხვადასხვა ტიპის აუდიოჩანაწერები აქტუალურ ან მისთვის საინტერესო თემატიკაზე (მაგ., შემეცნებითი ხასიათის გადაცემა, დოკუმენტური ფილმი, ტელეჟურნალი, დისკუსია).
უცხ.ს.VII.2. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას მოსმენილი ტექსტის შინაარსის გასააზრებლად.
უცხ.ს.VII.9. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს სხვადასხვა ტიპის ტექსტი (მაგ., ესე, წერილი სასკოლო ან ახალგაზრდული ჟურნალისთვის) აქტუალურ თემაზე/საკითხებზე (მაგ., ძალადობა სკოლაში, ეკოლოგია და სხვა).
უცხ.ს.VII.10. წერისას მოსწავლეს შეუძლია შექმნას ტექსტის სტრუქტურა, ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ-გრამატიკულ უნარ-ჩვევებს.
უცხ.ს.VII.11. მოსწავლე ფლობს და იყენებს წერის ეფექტურ სტრატეგიებს წერის პროცესის ყველა (მოსამზადებელ, ტექსტის შედგენის, ტექსტის გაუმჯობესების) ეტაპზე.
უცხ.ს.VII.12. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა მისთვის ნაცნობ თემატიკაზე.
მონოლოგური მეტყველება
უცხ.ს.VII.13. მოსწავლეს შეუძლია ისეთ აქტუალურ საკითხებზე საუბარი, რომლებსაც საკითხავ ტექსტებში გაეცნო.
უცხ.ს.VII.14. მოსწავლეს შეუძლია წარმოადგინოს ზეპირი მოხსენება (პრეზენტაცია) აქტუალური საკითხის, პრობლემის გარშემო.
უცხ.ს.VII.15. მოსწავლე ფლობს და მეტყველებისას ფუნქციურად
იყენებს ენობრივ-გრამატიკულ უნარ-ჩვევებს.
უცხ.ს.VII.16. მოსწავლე ფლობს სტრატეგიებს სამეტყველო ამოცანების ეფექტურად
უცხ.ს.VII.18. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება.
No comments:
Post a Comment