საგანმანათლებო პროექტის გეგმა

საგანმანათლებლო პროექტის გეგმა


ლამზირა სადაღაშვილი-სსიპ ქ.ხაშურის #7 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი
კლასი-მე-11

პროექტის სახელი:’’Khashuri,my native town.”
პროექტის აქტუალურობა:
სამშობლოს სიყვარული საკუთარი ქალაქის სიყვარულით იწყება.საჭიროა ვიცოდეთ ჩვენი ქალაქის ისტორია კარგად ,რათა აქტიური მონაწილეობა მივიღოთ მის მომავალ განვითარებაში.პროექტი აქტუალურია იმიტომაც,რომ იგი ხელს უწყობს 21 საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას:კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრა,კომუნიკაცია და თანამშრომლობა,საინფორმაციო წიგნიერება,მედია წიგნიერება,ისტ წიგნიერება,ინიციატივა და დამოუკიდებელი მუშაობა,პროდუქტიულობა და ანგარიშვალდებულება,ლიდერობა და პასუხისმგებლობა.
პროექტის მიზანი:
1.      ინფორმაციის მოპოვება და დამუშვება ქ.ხაშურის შესახებ.
2.      ფილმის გადაღება ქ.ხაშურზე
3.      პრეზენტაციის ჩატარება
4.      ფილმის ატვირთვა www.youtube.com-ზე და გაზიარება
5.      ფილმის ბლოგის შექმნა


პროექტის მეთოდები და ამოცაბები:

ჯგუფების შექმნა საგნობრივი ინტერესებიდან გმაომდინარე
ჯგუფური მუშაობა
თანამშრომლობა
ვერბალური მეთოდი,პრეზენტაცია,კომუნიკაცია
ინტერნეტთან მუშაობის მეთოდი, ფილმისთვის მასალის მოძიება,დამუშავება,გაანალიზება
ისტ-ის გამოყენებით ფილმის რედაქტირება
მოსაწვევების შექმნა , ფილმის გამოქვეყნება და ბლოგის შექმნა
პრეზენტაციის მომზადება და ჩატარება

პროექტის აღწერა და მის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები:
  პროექტის განმახორციელებელი ჯგუფების შექმნა
 მოსწავლეებთან ერთად პროექტის გეგმის შემუშავება
  მოვალეობების გადანაწილება
 შესაბამისი ლიტერატურის გამოყენებითა და ინტერნეტის საძიებო სისტემით, აგრეთვე უშუალო, პირდაპირი ურთიერთობებით სხვადასხვა სოციალური ფენისა და მომსახურების სფეროს წარმომადგენლებთან პროექტისათვის საჭირო ინფორმაციის შეგროვება
  მოპოვებული ინფორმაციის დახარისხება და წარდგინება თეზისებისა და თემების სახით
  მოსწავლეები მოამზადებენ  საპრეზენტაციო სლაიდებს, გადაიღებენ ფოტოებს,  შექმნიან ვიდეორგოლს Movie Maker-ში და ბლოგს
 პროექტის პრეზენტაცია სკოლაში
  პროექტში მონაწილე მოსწავლეთა დაჯილდოება

პროექტში მონაწილეეების ასაკი, კლასი:  16-17 წელი;  XI კლასი

პროექტის მონიტორინგისა და შეფასების სტრატეგია:

პროექტში მონაწილე მასწავლებლები ვხვდებოდით ჯგუფის წევრებს კვირაში სამჯერ.  მოსწავლეები  წარმოადგენდნენ და აანალიზებდნენ მოპოვებულ მასალას და გეგმავდნენ  შემდგომ სამუშაოებს. მე რეკომენდაციებს ვაძლევდი და ვეხმარებოდი სწორი სამუშაო გეზის არჩევაში. ვიყენებდი განმავითარებელ შეფასებას პროექტის განხორციელების პროცესში. პრეზანტაციის ჩატარების შემდეგ მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა შეაფასეს პროექტი და გამოთქვეს თავიანთ შთაბეჭდილებები. ხოლო დასრულებისას, მშვიდობის კორპუსის  მიერ მონაწილე მონაწილე მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით.პროექტმა გაიმარჯვა კონკურში-‘’საუკეთესო ისტორიული პროექტი’’.


პროექტის განხორცილების რისკები,  შესაძლო ხარვეზები და მათი თავიდან აცილების გზები:

რადგან  პროექტი რამდენიმე თვეზე იყო გაწერილი, არსებობდა რისკი, რომ მონაწილე მოსწავლეების ინტერესი შესუსტდებოდა, მაგრამ ყველაფერი ისე იყო შედგენილი და დაგეგმილი, რომ დაინტერესებამ არა თუ იკლო, არამედ მოიმატა კიდეც. ამაში დიდი წვლილი შეიტანა მასწავლებელთა, მშობელთა და საგანმანათლებო და კულტურის სფეროს მუშაკთა აქტიურმა ჩართულობამ.

შედეგები:
მოსწავლეთა მიერ მოძიბული იქნა მასალა ქ.ხაშურის წარსულზე და აწმყოზე, მის ღირსშესამიშეობებზე.
მოძიებული მასალა გადაითარგმნა დამუშავდა და გადაითარგმნა ინგლისურად.
მოსწავლეებმა გადაიღეს დოკუმენტური ფილმი ხაშურზე ინგლისურ ენაზე.
მოსწავლეებმა შექმნეს მოსაწვევი ბარათები კომპიუტერის გამოყენებით.
ჩატარდა პრეზენტაცია სკოლაში.
პროექტმა გაიმმარჯვა საგანმანათლებო კონკურსში და მონაწილე მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით.

პროექტის  განხორციელებისთვის საჭირო დრო: 4(ოთხი თვე)

რესურსები 
·         კომპიუტერი
·         პროექტორი
·         ინტერნეტი
·         ფოტო, ვიდეო, აუდიო მასალა
·         შესაბამისი ლიტერატურული და სამეცნიერო მასალა


No comments:

Post a Comment